
საუდის არაბეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გამათრახება, როგორც სასჯელი ფორმა, გაუქმდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. სასამართლოს ინფორმაციით, გამათრახება პატიმრობით ან ჯარიმით შეიცვლება.
ცნობისთვის, საუდის არაბეთში, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მსოფლიოში ერთ-ერთი ცუდი ვითარებაა, გამათრახება გარკვეული დანაშაულებების სადამსჯელო ზომად იყო მიღებული.
ქვეყანა აღნიშნულის გამო, მსოფლის გავლენიანმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა არაერთხელ გააკრიტიკეს.