ირაკლი აბესაძე კარანტინის წესების დარღვევაზე - ასეთი სასჯელის შემოღება მითუმეტეს მცდარია „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში

Image

„ევროპული საქართველოს” წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დროს კარანტინის წესების დარღვევისთვის ასეთი მკაცრი სიხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება დაუსაბუთებელია.

როგორც აბესაძე აღნიშნავს, ასეთი სასჯელის შემოღება მითუმეტეს მცდარია „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, როდესაც, მისივე თქმით, ყოველდღე ვხედავთ შერჩევით სამართალს.

„დაუსაბუთებული და ნაჩქარევია ასეთი მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება, როდესაც საგანგებო მდგომარეობის დროს კარანტინის წესების დარღვევისთვის შესაძლებელია ადამიანებს დაეკისროთ 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ეს ამოქმედდება უკვე 2020 წლის 2 მაისიდან. ასეთი მძიმე სასჯელი, მითუმეტეს მიუღებელი და მცდარია „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, როდესაც ყოველდღიურად ვხედავთ შერჩევით მართლმსაჯულებას და შერჩევით კანონის აღსრულებას, მაგალითად, როდესაც ოჯახის წევრებს, თუ ისინი სამზე მეტნი არიან, არ აქვთ უფლება, ქუჩაში ერთად გადაადგილდნენ, თუმცა ათასობით ადამიანს აქვს უფლება, შეიკრიბოს გარკვეულ რელიგიურ რიტუალებზე, როდესაც ჩვეულებრივ ადამიანებს აკრძალული აქვთ მანქანით გადაადგილება და მნიშვნელოვნად გაურთულდათ მათ ცხოვრება. თუმცა ათასობით გაუგებარ ადამიანს აქვს იმავდროულად საშვი მიცემული და თავისუფლად გადაადგილდებიან მანქანებით”, - განაცხადა აბესაძემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?