რატი იონათამიშვილი - ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ყველა პუნქტს, მათ შორის, შეთანხმებას საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, ოპოზიციასაც მოვუწოდებ, შეასრულოს

Image

საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია საარჩევნო თარიღის გადადებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებით საზოგადოებაში დისონანსის შეტანას ცდილობს.

 

როგორც მან ოპოზიციის წევრების განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა, არჩევნების გადადებით რეალურად სწორედ ოპოზიციაა დაინტერესებული.

„ჩვენი ინტერესი არის რომ კანონით დადგენილ ვადებში ჩატარდეს არჩევნები, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განმტკიცებას. ვფიქრობ, საქართველო ღირსეულად გამოვა იმ საფრთხისგან, რასაც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია და ამის შემდეგ ცხადია, უკვე კანონით დადგენილ ვადებში ჩატარდება არჩევნებიც“, - აცხადებს იონათამიშვილი.

მისივე თქმით, ოპოზიციასთან არსებული შეთანხმება ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა და საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

„ქართულმა საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის, რომ დღეს საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. რაც შეეხება შეთანხმებას ყველა პუნქტი არის ასახული შავით თეთრზე და არ იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას. ჩვენ პირნათლად ვასრულებთ თითოეულ პუნქტს, მათ შორის შეთანხმებას საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებით და ოპოზიციასაც მოვუწოდებ, შეასრულოს ამ შეთანხმების თითოეული პუნქტი“, - აცხადებს იონათამიშვილი.

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !