ფიზიკურ პირებს საგანგებო მდგომარეობის მოქმედებისას კარანტინის წესების დარღვევაზე 3 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ, ხოლო ამ რეჟიმის მოქმედების არარსებობის დროს იგივე ქმედება 2 ათასი ლარით დაჯარიმდება

Image

კარანტინის ან/და იზოლაციის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო იურიდიული პირები - 10 ათასი ლარით. პარლამენტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

 

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, კარანტინის და იზოლაციის წესის დარღვევისთვის 2 ათასი და 10 ათასლარიანი ჯარიმა მხოლოდ იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუკი ამ დროს ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობა არ იქნება გამოცხადებული.

ხოლო იმ დროს, როდესაც ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობა იქნება, დადგენილი წესების დარღვევისთვის განსხვავებული ოდენობის ჯარიმები იმოქმედებს. კერძოდ, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა, მათ შორის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა, გამოიწვევს ფიზიკური პირების დაჯარიმებას 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირების დაჯარიმებას 15 ათასი ლარით (თუ პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ იქნება დადგენილი).

გარდა ამისა, ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსში. კოდექსს ემატება 2481 მუხლი, რომლის თანახმად, თუ პირი კარანტინის ან/და იზოლაციის წესს ხელმეორედ დაარღვევს და ამავდროულად ქვეყანაში არ იქნება გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება, რაც გულისხმობს შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე. იურიდიული პირის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება ჯარიმა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, ან ლიკვიდაცია.

რაც შეეხება შემთხვევას, როდესაც ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობა იმოქმედებს, ასეთ დროს დადგენილი წესების განმეორებით დარღვევა (მათ შორის კარანტინის ან/და იზოლაციის წესების) გამოიწვევს ფიზიკური პირებისთვის თავისუფლების აღკვეთას 6 წლის ვადით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით (თუ პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ იქნება დადგენილი). აღნიშნულს სისხლის სამართლის კოდექსისი 359მუხლი დაარეგულირებს.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები 2020 წლის 2 მაისიდან შევა ძალაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !