ზვიად შალამბერიძე - სოფელ ღვანკითში ჩვენი გადაწყვეტილებით მაღაზიები არ ფუნქციონირებდა, ხვალ დილიდან სამივე მაღაზია გაიხსნება

Image

იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში, ამ დროის მონაცემებით, 400-მდე ადამიანი შემოწმდა, ხოლო საეჭვო სიმპტომების მქონე 22 ადამიანის ნიმუშია აღებული.

როგორც ზვიად შალამბერიძე  აცხადებს, საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეების ტესტირების პასუხი მოგვიანებით იქნება ცნობილი.

"გუშინ იყო დაახლოებით 130 ადამიანამდე შემოწმებული, დღეს, ამ დროის მონაცემებით, 400-მდე ადამიანია შემოწმებული. საეჭვო სიმპტომებიც ჰქონდათ რამდენიმეს. დაახლოებით 22 ნიმუშია აღებული, გვიან გვეცოდინება პასუხი", - განაცხადა შალამბერიძემ.

რაც შეეხება საკვები პროდუქტებით მოქალაქეების მომარაგებას, მხარის რწმუნებულის თქმით, სოფელში მაღაზიები ფუნქციონირებას ხვალიდან განაახლებენ.

"ამ დრომდე ჩვენი გადაწყვეტილებით მაღაზიები არ ფუნქციონირებდა. გადავწყვიტეთ, რომ გახსნიან მაღაზიებს. ხვალ დილიდან შეივსება სამივე მაღაზია", - განაცხადა შალამბერიძემ.

ცნობისთვის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 06:00 საათიდან ჩაიკეტა. მოწყობილია 5 ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ აქვს. აღნიშნული ზომები სოფელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !