თენგიზ ცერცვაძე - ნაკლებია იმის მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში კორონავირუსი სულ გაქრება, მაგრამ ჩვენ უსასრულოდ ვერ გავაგრძელებთ მკაცრ შეზღუდვებს

Image

კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ შეიძლება იკლოს კიდეც, მაგრამ ჩვენ უსასრულოდ ვერ გავაგრძელებთ მკაცრ შეზღუდვებს, საგანგებო მდგომარეობასა და საკარნტინო მოთხოვნებს - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში განუცხადა.

მისი თქმით, ნაკლებია იმის მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში კორონავირუსი სულ გაქრება და საქართველოში არცერთი ინფიცირებული არ იქნება და სწორედ ამიტომ ქვეყანამ უნდა შეძლოს, რომ ვირუსის გავრცელების მასშტაბი დაბალი იყოს.

„ჩვენ უნდა შევაკავოთ ეპიდემია, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა. ახალი შემთხვევების ზრდა აღარ შეინიშნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში ყოველდღე გესმით, რომ ათასობით ახალი ავადმყოფია და ასეულობით გარდაცვლილი, ამას ყოველდღე ხედავთ. საბედნიეროდ, ჩვენთან ინფიცირებულების რაოდენობამ მოიკლო და სულ 5 გარდაცვლილია, გარდაცვლილების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. ჩვენ უნდა შევაკავოთ ინფექცია, როგორმე ამ დონეზე უნდა შევინარჩუნოთ. შეიძლება იკლოს კიდეც კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ, მაგრამ ჩვენ უსასრულოდ ვერ გავაგრძელებთ ამ მკაცრ შეზღუდვებს, საგანგებო მდგომარეობასა და იმ საკარნტინო მოთხოვნებს, რომელიც მოქმედებს. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვამზადოთ პლაცდარმი იმისთვის, რომ ინფიცირებულების რაც შეიძლება მცირე რაოდენობა გვყავდეს. ვინაიდან ნაკლებია იმის მოლოდინი, რომ სულ გაქრება უახლოეს დროში ეს ინფექცია და საქართველოში არცერთი ინფიცირებული არ გვეყოლება, ჩვენ თქვენთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან, ექიმებთან, ეპიდემიოლოგებთან ერთად, იმას უნდა მივაღწიოთ, რომ საქართველოში ინფიცირებულების ყოველდღიური რაოდენობა დაბალ ნიშნულზე იყოს“,-განაცხადა ცერცვაძემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?