ქეთევან ციხელშვილმა საქართველოში გაერთიანებული სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ვიდეო-შეხვედრა გამართა

Image

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელშვილმა საქართველოში გაერთიანებული სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჯასტინ მაკკენზ სმიტთან დისტანციური წესით, ვიდეო-შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ქეთევან ციხელაშვილმა ბრიტანეთის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა როგორც სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე, მიმდინარე და დაგეგმილ საქმიანობაზე, ისე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

შეხვედრაზე COVID-19-ის ფონზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზებზე შექმნილი ვითარება, განგრძობითი ოკუპაციის პირობებში არსებული საფრთხეები და გამოწვევები განიხილეს. საუბარი, ასევე, შეეხო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დიდი ბრიტანეთის ჩართულობის და მიმდინარე პროექტების მნიშვნელობას. ხაზი გაესვა ბრიტანეთისა და საქართველოს ხანგრძლივ პარტნიორობას კონფლიქტის მოგვარების საკითხებში.

ქეთევან ციხელაშვილმა ჯასტინ მაკკენზი სმიტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სახელმწიფო მინისტრმა და ელჩმა არსებულ საჭიროებებზე, სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე და პერსპექტივებზეც ისაუბრეს. თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მიმართ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !