
ესპანეთში, ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსს 440 ადამიანი ემხვერპლა და მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ქვეყანაში 22 157 შეადგინა.
ამასთან, ესპანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 4635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 213024-ს მიაღწია.