
ბოლო დღე-ღამის მანძილზე ჩინეთში კორონავირუსის 10, ხოლო სამხრეთ კორეაში 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, უკვე მეოთხე დღეა ჩინეთში ვირუსისგან არავინ დაღუპულა.
ცნობისთვის, ჩინეთი და სამხრეთ კორეა კორონავირუსის პანდემიამ ერთ-ერთი პირველები დააზარალა. ისინი თავდაპირველად ახალი შემთხვევების და გარდაცვლილების რაოდენობით მსოფლიოს მასშატბით რეიტინგში პირველ და მეორე ადგილებს იკავებდნენ. ამასთან, ჩინეთში 82798 პაციენტიდან 77200-ზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება სამხრეთ კორეას, 10544 დადასტურებული ინფიცირებულიდან, 8411 უკვე სრულად გამოჯანმრთელებულია.