შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, მარნეულში პროდუქციის ჩაბარების პროცესი სოციალური დისტანცირებისა და რეკომენდაციების დარღვევით მიმდინარეობს, რაც საგანგაშოა

Image

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, მარნეულში პროდუქციის ჩაბარების პროცესი სოციალური დისტანცირებისა და რეკომენდაციების დარღვევით მიმდინარეობს, რაც საგანგაშოა.

 

როგორც  შოთა რეხვიაშვილი განმარტავს, რადგან სატვირთო მანქანები პირველი იმ სოფლებში შევიდნენ, სადაც პროდუქტი დაგროვდა, გარკვეული ვნებათაღელვაა.

„ახლა პროდუქიის ჩაბარების ეტაპია, მაგრამ ეს ეტაპი რეკომენდაციის, სოციალური დისტანცირების, დაავადების გავრცელების პრევენციის დარღვევით მიმდინარეობს და ეს ძალიან საგანგაშოა. რადგან ეს პირველი დღეა და ამ პროცესში ჩართვა დავიწყეთ, წესრიგი იქნება, თუმცა, დღევანდელი დღე იმედის მომცემი არაა იმ კუთხით, რომ ამ დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით სწორ ნაბიჯებს არ ვდგამთ, პირდაპირ ვამბობ, საზოგადოებრივ წესრიგს ვერ ვიცავთ, რაც აუცილებლად დასაცავია. მანქანები შემოდიან და მანამდეც შემოდიოდნენ, თან იგივე კომპანია, ასევე შემოდიოდნენ დამატებით, ინდივიდუალური დისტრიბუტორები M2 კატეგორიის სამარშუტო ტიპის მანაქანებით, პროდუქცია გაქონდათ და ახლაც გააქვთ. უბრალოდ, ახლა დაემატა სატრანსპორტო საშუალებები, მაგრამ რადგან იმ სოფლებში შემოვედით პირველი, სადაც ეს პროდუქტი დაგროვდა, გარკვეული ვნებათაღლევაა და ყველას უნდა, რომ რაღაცნაირად პირველ რიგში, თავისი პროდუქტი შეიტანოს ამ სატვირთო მანქანაში. ჩვენ მივიღებთ ზომებს, დღესვე დავიწყებთ, რომ სიები წინსმწრებით გვქონდეს დადგენილი და ცენტრში მხოლოდ ის ოჯახი და ის ოპტიმალური რაოდენობა გამოვიდეს, რაც არ დაარღვევს რეკომენდაციებს, ეს არის ამოცანაც და გამოწვევაც დღევანდელი დღიდან და ამას ვაკეთებთ“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !