კატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, შსს-ს რამდენიმე თანამშრომელს და 20-მდე ექიმს კოვიდინფექცია დაუფიქსირდა

Image

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე რიკარაძის განცხადებით, ექიმების, სამართალდამცველებისა და ჯარისკაცების აგრესიული ტესტირების შედეგად გამოიკვეთა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი კორონავირუსითაა დაინფიცირეული, კოვიდინფექციის არსებობა დაუდასტურდა 20-მდე ექიმსაც.

 

„დავიწყებ იმ ჯგუფიდან, სადაც კორონავირუსი არ დაფიქსირებულა და ეს გახლავთ ჯარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელია, ვისაც დაუფიქსირდა, თუმცა აქ საგანგაშო არაფერია და არიან ექიმები, ვისაც ასევე, დაუფიქსირდათ მათი რიცხვი არის დღესდღეობით 20-მდე. ეს გარკვეულწილად იყო მოსალოდნელიც, სწორედ აქედან გამომდინარე იყო დაგეგმილი ეს გაიდლაინი და ეს ალგორითმი, რომლის მიხედვითაც ხდება ამ ჯგუფების ტესტირება. ზოგადად სიტუაცია ამ ჯგუფებში არის კონტროლირებადი. ჩვენ დამატებით კიდევ ვმუშაობთ უსაფრთხოების ზომებისა და ნორმების დანერგვაზე და ასევე, მიმდინარეობს, გარკვეულწლად, ტრენინგები ამ ჯგუფში, რათა ისინი სამომავლოდ იყვნენ უფრო მეტად დაცულები.

აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათ ძირითადად აქვთ გადატანილი უსიმპტომოდ ეს დაავადება, რაც ასევე ყურადსაღები და ჩვენთვის სამომავლოდ გასათვალისწინებელია, თუმცა პრევენციიდან გამომდინარე, ყველა ის ექიმი, რომელიც იყო აღმოჩენილი, დღესდღეობით იმყოფება მონიტორნიგის ქვეშ, რათა ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ, რომ მათი მხრიდან უკვე შემდგომი ადამიანების დაინფიცირების რისკი არ არსებობს,“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?