ლევან რატიანი - კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 8 პაციენტი დატოვებს

Image

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი სუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით ამ ეტაპზე კლინიკაში კოვიდინფიცირებული 90 პაციენტი მკურნალობს, მათგან 8 გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკას დღეს  დატოვებს.

რატიანის განცხადებით, კლინიკიდან ხვალ, შესაძლოა, კიდევ 17 პაციენტი გაეწეროს, მას შემდეგ რაც მათ განმეორებითი ანალიზი ჩაუტარდებათ და უარყოფითი პასუხი იქნება მიღებული.

„რაც ჩვენ გავიხსენით და ქვეყანას ვემსახურებით კოვიდინფექციასთან დაკავშირებით, დაახლოებით 700-მდე საეჭვო შემთხვევა იყო შემოყვანილი, აქედან 119 დადასტურებული შემთხვევა გვყავდა.

ამ ეტაპზე კლინიკაში არის 90 ინფიცირებული. 8 პაციენტი ეწერება კლინიკიდან. პირველადი უარყოფითი პასუხი მოსულია დაახლოებით 17. ველოდებით განმეორებით გაგზავნას ლუგარის ლაბორატორიაში და თუ ხვალ მოვიდა კიდევ 17 უარყოფითი პასუხი, ხვალ უკვე დატოვებს 17 პაციენტი კლინიკას. მათგან ყველა პაციენტს, ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით არანაირი გამოვლინებები არ უვლინდებათ.

რეანიმაციაში გვყავს 8, აქედან 7 არის მართვით სუნთქვაზე. ერთი, რომელიც არის 67 წლის მამაკაცი, შემოსულია კლინიკაში დაახლოებით 20 დღის წინ. მისი მდგომარეობა რჩება კრიტიკული. მისი სიმძიმე გამოწვეულია კოვიდინფიცირებს გარეშე მიმდინარე პოლიორგანული უკმარისობით. ვინაიდან ლუგარის ლაბორატორიამ გვიჩვენა, რომ არ არის მასთან კოვიდინფექცია. მისი დამძიმების მიზეზი არის ქრონიკული გულის უკმარისობა, ფილტვ-გულის უკმარისობა და ასევე ამ ეტაპზე კლინიკურად სახეზეა სეპტიური შოკი, ფილტვის მწვავე დაზიანების სიმპტომი, ფილტვის მწვავე უკმარისობა. დანარჩენი პაციენტები რომლებიც აგრძელებენ რეანიმაციაში მკურნალობას, მათი მდგომარეობა ბოლო 24 საათში მეტ-ნაკლებად დადებითია“,- განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება კლინიკაში მყოფ სამ მოზარდს, ლევან რატიანის თქმით, დღეს მათი პირველადი ანალიზი იგზავნება, ხოლო ტესტზე ორჯერ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ისინი კლინიკას დატოვებენ.

„ამ ეტაპზე გვყავს სამი მოზარდი, მათი მდგომარეობა სტაბილურია“,- განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, „გუშინ კლინიკად გაწერა ერთი მედპერსონალი, რომელიც გადმოყვანილი იყო სხვა კლინიკიდან“.

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !