
რუსეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 4774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 62 773-ს მიაღწია. ამასთან ქვეყანაში ბოლო 24 საათის მანძილზე 42 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობამ საერთო ჯამში 2924 შეადგინა.
რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ 4891 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.