ირაკლი აბესაძე - ვირუსის გავრცელების საფრთხეს ზრდის არა კარანტინში მყოფი პირების მხრიდან დაწესებული შეზღუდვების დარღვევა, არამედ - ხელისუფლების მოქმედება

Image

„ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ვირუსის გავრცელების საფრთხეს ზრდის არა კარანტინში მყოფი პირების მხრიდან დაწესებული შეზღუდვების დარღვევა, არამედ - ხელისუფლების მოქმედება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული კანონის აღსრულებისას. მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების რისკებს ზრდის ასევე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა.

„როდესაც ვსაუბრობთ ვირუსის გავრცელების შესაფერხებლად ჯარიმების შემოღებაზე, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ საფრთხეს რეალურად ქმნის არა კარანტინში მოქცეული ადამიანების მხრიდან ამ რეჟიმის დარღვევა, არამედ თავად ხელისუფლების უპასუხისმგებლო და არათანმიმდევრული მოქმედება უკვე მიღებული კანონის აღსრულებისას. მაგალითად, ხელისუფლება 3000 ლარით აჯარიმებს ერთ მანქანაში მყოფ მეუღლეებს, რიგში მყოფ მამა-შვილს, მაგრამ ამავდროულად, ათასობით ადამიანს აძლევს რელიგიური შეკრების შესაძლებლობას, რაც მართლაც ზრდის ვირუსის ფართოდ გავრცელების რეალურ საფრთხეს. ამავე საფრთხეს ქმნის ის უგუნური და ქაოტური შეზღუდვები, რომელიც ხელისუფლებას შემოაქვს. მაგალითად, მანქანებით გადაადგილების აკრძალვა, როდესაც ადამიანებს იძულებულს ხდიან მეტი დრო გაატარონ ფეხით ქუჩაში, მეტ ადამიანთან ჰქონდეთ შეხება, მეტი დრო გაატარონ უბნის მაღაზიების რიგში იმიტომ, რომ მათი დიდი ნაწილი დაიკეტა ან შეფერხებით მუშაობს სწორედ მანქანების აკრძალვის გამო. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ადამიანის შესაძლებლობებს, მიიღონ ელემენტარული შემოსავალი იმ პირობებში, როდესაც მათ სახელმწიფო საერთოდ არ ეხმარება“, - განაცხადა აბესაძემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !