
საქართველოს პროკურატურამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი იმ ბრალდებულებისთვის, რომელთაც სატელეფონო კომუნიკაცია ბრალდების მხარის მიერ აქვთ შეზღუდული, სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა 22 მაისამდე გაუგრძელა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ც ნობით, საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ საკითხზე იუსტიციის სამინისტროს უკვე მიმართა.
უწყების განმარტებით, ბრალდებულებისთვის, სატელეფონო საუბრის დაშვების გადაწყვეტილება განპირობებულია, მათი მდგომარეობის თაობაზე ოჯახების მხრიდან გაზრდილი ინტერესით და ის ხელს შეუწყობს დისტანციურად ოჯახების მეტად ინფორმირებას. აღნიშნული შეღავათის დაწესება ასევე შეამცირებს მათი ადვოკატების დამატებით ვიზიტს პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციას შეუწყობს ხელს.