
აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 2 792 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 47 045-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში დაინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 20 000-ით გაიზარდა და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 830 000-ს აჭარბებს.
შეგახსენებთ, ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, აშშ-ის რამდენიმე შტატმა, მათ შორის ჯორჯიის, სამხრეთ კაროლინასა და ტენესის შტატებმა, შეზღუდვების შემსუბუქება და ეკონომიკის გახსნა დაიწყო.