ამირან გამყრელიძე - მივმართავ ახალგაზრდა კოლეგებს, ვაფასებ მათ განათლებას, მაგრამ კიდევ არის წლები, რომელიც ექიმობას მოაქვს - საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ექიმს, თენგიზ ცერცვაძეს ნუ შევეხებით ასე, მას უზარმაზარი დამსახურება აქვს

Image

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც კოვიდ19-ის მკურნალობის პროცესში, მედიკამენტ პლანქველინის გამოყენებას აპროტესტებენ, ტელეეთერებიდან და სოციალური ქსელებიდან პროფესიულ დისკუსიებში გადანაცვლებისკენ მოუწოდებს.

 

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მედიკამენტი 50 წელია არსებობს და პირადად მასაც არაერთხელ გამოუყენებია ინდივიდუალურ პრაქტიკაში.

„რასაც ჩვენ ვაკეთებთ არ არის ჩვენი მოგონილი. ჩვენ ვეყრდნობით მსოფლიოს ხუთი დიდი ინსტიტუციის რჩევებსა და რეკომენდაციებს. მათ შორის ჯანმოს, ამერიკის, ევროპისა და ჩინეთის დაავადებათა ცენტრების გაიდლაინებს. ხვალ გვაქვს გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტთან დისკუსია. ასე რომ ჩვენ ძალიან ბევრ რეკომენდაციას ვიღებთ და ვართ გამჭვირვალეები. ამიტომ, ვთხოვ ყველას, ვისაც გაქვთ წინადადები, არ არის პრობლემა მოგვართეთ, მობრძანდით და განვიხილოთ. თუ მეტყვით, რომ რომელიმე ეტაპზე არასწორი ნაბიჯები გადაიდგა, არ ვარ ის ადამიანი ვინც შენიშვნას არ მიიღებს და არ ეცდება გამოსწორებას. ძალიან ბევრი კარგი სივრცეა ცენტრის შენობაში დისკუსიისთვის. კინკლაობას სჯობს მობრძანდეთ, ყველა სწორი რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ის ასევე შეეხო იმ კრიტიკას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში, ინფქციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის მისამართით აგორდა.

„არ მინდოდა ამ საკითხს შევხებოდი, რადგან ჩვენი ცენტრის კომპეტენციას სცდება, მაგრამ როგორც ძველ კლინიცისტს მეც ბევრი შეხება მქონდა, როდესაც პაციენტებს ინდივიდუალურად ვმკურნალობდი და თან ჩემი ძირითადი სპეციალობა არის რესპირაციული დაავადებები. ძალიან ხშირად გამომიყენებია პლანქველინი 80-90-იან წლებში. დღეს კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელია ბატონი თენგიზ ცერცვაძე. ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო აღიარებული ექიმი კლინიცისტი. მეც ხშირად მივდივარ მასთან რეკომედნაციებისთვის. არ მინდა ამაზე საუბარი, თუმცა სწორედ პლანქველინით უმკურნალეს ჩემ შვილს და მაგიტომაც გამოჯანმრთელდა სწრაფად. ეს ახალი წამალი არ არის 40-50 წელია არსებობს და გამოცდილია ბევრი დაავადების დროს. მივმართავ ჩემ ახალგაზრდა კოლეგებს მათ ვინც უცხოეთშია, ვაფასებ მათ განათლებას ამერიკულს თუ ბრიტანულს, რა სჯობს ამას, მაგრამ კიდევ არის სხვა რამ წლები, რომელიც ექიმობას მოაქვს. ამიტომ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ექიმს ნუ შევეხებით ასე. ყველას საყურადღებოდ ვამბობ ამას, მას უზარმაზარი დამსახურება აქვს, მან შექმნა დარგები. ორ უზარმაზარ დარგს ჩაუდგა სათავეში და ახლაც ამ დიდი ბრძოლის შუა ცეცხლშია. ის ხელმძღვანელობს პროტოკოლით და მოდით დავანებოთ თავი ამ დისკუსიას. ვიდისკუსიოთ იმაზე თუ რა ახალი წამლები იქმნება. სხვადასხვა პროტოკოლებით 10-15 დასახელებს წამალი გამოიყენება დღეს, თუმცა მყარი მტკიცებულებები ჯერ არ არის დაგროვილი. ამიტომაც გთხოვთ, გაიმართოს დისკუსიები პროფესიულ წრეებში და არა ტელევიზიებსა და ფქისბუქებში“, - დასძინა გამყრელძემ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !