ირმა ინაშვილი საგანგებო მდგომარეობის პირობების დარღვევის გამო, 3000 ლარით დაჯარიმებული მოქალაქეებისთვის ჯარიმის ჩამოწერის ინიციატივით გამოდის

Image

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი საგანგებო მდგომარეობის პირობებისა და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო 3000-ლარით დაჯარიმებული მოქალაქეებისთვის ჯარიმის ჩამოწერის ინიციატივით გამოდის.

 

“მე მინდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს 3000-ლარიანი ჯარიმები რაღაცნაირად წავიყვანოთ გაუქმებისკენ და ჩამოეწეროს ყველას, იმიტომ, რომ ადამიანმა, რომელმაც თივა გაყიდა და საერთოდ არ იცოდა რა ჯარიმა იყო დაწესებული, რა საგანგებო მდგომარეობა იყო და გვიან მიიღო ეს ინფორმაცია, მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა ყიდოს ეს თივა, რომ ეს 3000 ლარი გადაიხადოს”, - განაცხადა ინაშვილმა.

როგორც ინაშვილმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე აღნიშნა, მისი ფრაქცია საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ უჭერს და მთავრობას მოუწოდებს, შეზღუდვები შეამსუბუქოს.

“არ არის სწორი სრული ბლოკირების პოლიტიკა. ჩვენი მოწოდებაა, გავაუქმოთ საგანგებო მდგომაროება, გავაუქმოთ ე.წ. კომენდანტის საათი, მაგრამ მთავრობამ შეინარჩუნოს კარანტინის რეჟიმი და კარანტინის პირობებში განვაგრძოთ ბრძოლა ეპიდემიის წინააღმდეგ”, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !