-
2020-04-22 13:54
ახლა მეცინება, როდესაც ვუყურებ Covid-19- ისგან გადარჩენილ პროტესტანტებს. არ აფასებენ ისინი სიცოცხლეს. რა სურთ მათ? - წერს ლეა ბლომბერგი „ფეისბუქ“ გვერდზე.
თავად კი, ხმა ჯერ კიდევ არ აქვს, რადგან ცხრა დღის განმავლობაში სასუნთქი აპარატი ყელის არეში ჰქონდა მოთავსებული. მისი კუნთები იმდენად სუსტია, რომ 45 წუთი სჭირდება შხაპის მისაღებად, მაგრამ ბედნიერია, რომ ის ცოცხალია.
"დარჩით სახლში. მიიღეთ ფული, რომელსაც მთავრობა გაძლევთ“ - ამბობს ბლომბერგი.
ახლა, როდესაც ის ცდილობს კორონავირუსისგან საბოლოოდ გამოჯანმრთელდეს, მას სურს, მომიტინგეებს მიაწვდინოს ხმა - შეწყვიტონ პრეტენზიები და მიიღონ ფული, რომელსაც მთავრობა აძლევს.
ბლუმბერგის ფეისბუქ პოსტმა ბევრი მოწონება დაიმსახურა, თუმცა ბევრი კრიტიკაც. მომიტინგეები, რომლებიც გაჩერებული ბიზნესის აღდგენას ითხოვენ კრიტიკულ კომენტარებს არ იშურებმდნენ მისი პოსტის მიმართ.
ბლომბერგი ამბობს, რომ ის თანაუგრძნობს იმ მომიტინგეებს, რომლებიც ფინანსურად დაზარალდნენ, თუმცა იქვე აღნიშნავს რომ პანდემიის დროს თავადაც დაკარგა სამსახური.
მოყჰავს ციტეტები, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციები ავრცელებენ, რომ ქვეყანა ჯერ მზად არ არის შეზღუდვების მოსახსნელად, რადგან კოროპნავირუსი ჯერ კიდევ დიდი საფრთხის ქვეშ აგდებს მოსახლეობას. ‘
სამშაბათის მდგომარეობით, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, აშშ-ში 788.900-ზე მეტი დაინფიცირდა. ბოლო ორი თვის განმავლობაში კი დაიღუპა 42 400-ზე მეტი ადამიანი.