მესტიის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით სოფელ მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია მოკლული.
შემთხვევის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
როგორც საქართველოს პროკურატურაში განაცხადეს, მკვლელობაზე გამოძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა დაიწყო.