დიდ ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 847 ადამიანი დაიღუპა, რის შედეგადაც ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი ქვეყანაში 14 576-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 5 599 ადამიანი დაინფიცირდა და საბოლოო ჯამში ინფიცირებულთა რიცხვმა 108 692-ს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ გასულ დღესთან შედარებით ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევები შემცირდა.