-
2020-04-17 19:38
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, ინფიცირებული პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში წყალტუბოს ერთ-ერთი საკარანტინო სივრციდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა.
თეიმურაზ ნადირაძის თქმით, კლინიკაში მოთავსებული 26 პაციენტიდან რვას პნევმონია აქვს. პაციენტებს შორის სამი მცირეწლოვანია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამასთან, სამ პაციენტს გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებულ საკონტროლო ტესტს უახლოეს დღეებში აუღებენ.
საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში ერთი მცირეწლოვანია მოთავსებული. ბავშვს კორონავირუსზე ანალიზი უკვე აუღეს და პასუხი დღის ბოლოს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი. მოზარდის დედას „კოვიდ-19“ დადასტურებული აქვს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-11-30 17:01
-
2016-11-29 16:37
-
2016-06-26 12:48
-
2016-03-30 18:14