
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, სკოლები 4 მაისიდან გაიხსნება. ასევე, აღდგება მცირე ბიზნეს საქმიანობაც . მისი თქმით, ადამიანებმა მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნდა ატარონ პირბადეები, რათა თავიდან აირიდონ კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების საშიშროება.
მერკელმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწია მკაცრი ზომების შემოღებით .
მთავრობის დადგენილებით, გერმანიაში დიდი საზოგადოებრივი თავყრილობები რელიგიური მსახურებების ჩათვლით, აკრძალული იქნება 31 აგვისტომდე. ბარები, კაფეები, რესტორნები, კინოთეატრები და კონცერტები ამ დრომდე აკრძალული რჩება განუსაზღვრელი ვადით.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსისგან გერმანიაში 138 369 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო მათგან 3804 კი გარდაიცვალა. 77 000 ადამიანი გამოჯანმრთელდა.