-
2020-04-17 18:57
ლენტეხში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. მოსახლეობას თერმოსკრინინგი სრულად ჩაუტარდა. პროცესის შედეგად რაიმე სახის საეჭვო სიმპტომების მქონე პირები არ გამოვლენილა.
ლენტეხის მოსახლეობის თქმით, ისინი სრულად ემორჩილებიან საკარანტინო პირობებს და აღდგომის დღესასწაულზე სახლში დარჩენას აპირებენ.
ლენტეხის მერის, ბადრი ლიპარტელიანის თქმით, მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ყველა სასაფლაო დაკეტილი იქნება.
ლენტეხში ამ დრომდე კორონავირუსის ხუთი შემთხვევაა დაფიქსირებული. თვითიზოლაციაში 41 პირი იმყოფება.
კორონავირუსის შემთხვევების გამო, ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული საკარანტინო რეჟიმი 10 აპრილს გამოცხადდა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-02-08 12:04
-
2016-10-17 11:10
-
2016-09-18 10:04
-
2016-06-05 00:39