
ბულგარეთში, სადაც კორონავირუსის 800 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 38 გარდაიცვალა, კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, დედაქალაქი სოფია გაურკვეველი ვადით ჩაიკეტა.
გამკაცრებული რეგულაციების შედეგად აიკრძალა ქალაქიდან გასვლა და შემოსვლა.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, კირილ ანანიევმა განაცხადა, რომ თავისუფლად გადაადგილების უფლება მხოლოდ სატვირთო მანქანებს, სასწრაფოს მანქანებს და პოლიციელებს ექნებათ.
ქვეყანაში გამკაცრებული ზომების შემოღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც აღდგომის მართლმადიდებლური დღესასწაულის მოახლოვებაასთან ერთად, სოფიაში ქალაქიდან გამავალი ავტომობილების დიდი რიგები გაჩნდა.