
ათობით კადეტი და ინსტრუქტორი, რომელიც 9 მაისის აღლუმისთვის რეპეტიციებს გადიოდა, კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას TheMoscowTimes-ი ავრცელებს. ცნობებს ადასტურებს სანქტ პეტერბურგის ელიტარული საზღვაო ძალების სკოლის ხელმძღვანელიც.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულია 31 პირი.
ცნობისთვის, რუსეთი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით საგანგებოდ ემზადებოდა. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ მსოფლიო ლიდერებიც. გუშინდელ დღემდე, მოსკოვის განცხადება აღლუმის გადადების შესახებ არ გაუკეთებია. წუხელ, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ღონისძიებები გადაიდო.