აპლიკაცია STOP COVID 151 000-ზე მეტმა მომხმარებელმა გადმოწერა

Image

აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს გააფრთხილებს იმ შემთხვევაში, თუ კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან, ქართველი მოსახლეობისთვის გუშინ გახდა ხელმისაწვდომი და მხოლოდ 24 საათში 151 357-მა მომხარებელმა გადმოწერა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ.

მათი ინფორმაციით, აპლიკაციის გადმომწერთა შორის 92 040 ანდროიდის, ხოლო 59 317 iOS სისტემის მომხმარებელია.

„აპლიკაცია მის მომხმარებლებს შორის განსაზღვრავს სარისკო კონტაქტებს. სარისკო კონტაქტად ითვლება, თუ 2 პირს შორის ინტერაქცია გრძელდება 10 წუთზე დიდხანს და მათ შორის დისტანცია არის 2 მეტრზე ნაკლები. აღნიშნულ ინფორმაციას აპლიკაცია სრულიად ანონიმურად იმახსოვრებს და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პირს, ოფიციალური ტესტირების შედეგად დაუდასტურდება ვირუსი, ხდება მისი კონტაქტების გაფრთხილება. აპლიკაცია გადმოწერის შემდეგ არ საჭიროების მობილურის ნომრის მითითებას. მობილურის ნომერი მომხმარებელს შეჰყავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლაბორატორიულად დაუდასტურდა COVID-19.

მობილურის ნომრის შეყვანით, მოხდება მისი ინფიცირების სტატუსის გადამოწმება შესაბამის ბაზაში, ცრუ შეტყობინების თავიდან აცილების მიზნით და იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირება ბაზაში დასტურდება, იმ პირებს, ვინც მასთან იმყოფებოდნენ სარისკო კონტაქტში დაეგზავნებათ გაფრთხილება. აპლიკაცია არ მოითხოვს რეგისტრაციას და მომხმარებლის პირადი ინფორმაცია არის სრულიად დაცული.

დისტანციის განსაზღვრის მიზნით, აპლიკაციას სჭირდება წვდომა ბლუთუზსა და ლოკაციაზე. ზოგიერთი ანდროიდის ვერსიაზე კი აპლიკაცია, დამატებით მოითხოვს წვდომას მიკროფონზე, თუმცა არ აქვს შესაძლებლობა და უფლება ჩაიწეროს ან გადასცეს აუდიო შეტყობინება. მიკროფონზე წვდომა საჭიროა, რადგან ანდროიდის ვერსია იყენებს Android Nearby ტექნოლოგიას, ორ სმარტფონს შორის მანძილის დასადგენად. ეს სერვისი იყენებს ულტრაბგერით სიხშირის ტალღებს, რისთვისაც ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა მიკროფონზე წვდომა. მიკროფონის გამოყენება ხდება ულტრაბგერების (ყურისთვის შეუმჩნეველი სიხშირის ტალღა) აღსაქმელად, რათა მოხდეს მოწყობილობებს შორის მანძილის დადგენა. თუმცა, როდესაც მომხმარებელი აპლიკაციას დააყენებს, მართვის პანელიდან შეუძლია გადამოწმება, თუ რაზე აქვს აპლიკაციას წვდომა მინიჭებული, მიკროფონი ამ ჩამონათვალში არ არის.

ყველა მონაცემი ინახება ექსკლუზიურად თქვენს ტელეფონში. სრული გამჭვირვალობისთვის, საწყისი კოდი ყველასთვის ხელმისაწვდომია Github–ზე: https://github.com/novid20org”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?