
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სამღვდელოება ლოცვებს პირბადით აღავლენს. დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა განაცხადა, რომ პირბადეები სავალდებულო იქნება მრევლისთვისაც.
დეკანოზი ამბობს, რომ მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობის აკრძალვა მრევლს ტაძარში მისასვლელად დისკომფორტს ვერ შეუქმნის. ეპარქიაში სააღდგომოდ ღამის ლოცვები მრევლის გარეშე ჩაივლის. წირვა კი, კვირას, დილის შვიდ საათზე დაიწყება და მრევლს დასწრების საშუალება ექნება.