„დღეს ვინც ხელისუფლებაშია, ყველას ისტორია დაიდოს, რას აკეთებდნენ 2008 წელს ქვეყნისთვის სასარგებლოდ“

Image

საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ქართველი ბიზნესმენი გიორგი კავკასიძე იხსენებს, რა ხდებოდა 2008 წლის აგვისტოში თბილისში და მოითხოვს, ყველა ყველა იმდროინდელი ოპოზიციონერის და დღეს უკვე სახელმწიფო მოხელის თუ პარლამენტარის "ისტორია" დაიდოს - სად იყვნენ და რას აკეთებდნენ ქვეყნის სასარგებლოდ აგვისტოს ომის პერიოდში.

 

„აფხაზეთის ხმა“ გიორგი კავკასიძის წერილს გთავაზობთ:

 

„2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში თბილისში აღმოვჩნდი. ივლისში ჩასულები, არ ვაპირებდით აგვისტოში თბილისში დარჩენას. ივლისში, ბათუმის ჯაზფესტივალზე მიმავალი, ავტოკატასტროფაში მოვყევით (წეროვანთან) მთელი ოჯახი.

 

ამიკოს ხერხემლის მალები დაუზიანდა, თეას - კისრის მალები. ჩასვეს ორივე კორსეტებში და განძრევა აუკრძალეს. ასე აღმოვჩნდით ომის დროს თბილისში.

 

ომი რომ დაიწყო, მეორე თუ მესამე დღე იყო ფელიქს ტაძრელი მირეკავს - რუსთაველის თეატრში ხალხი იკრიბება და ხომ არ მივიდეთო. მივედით, დაგვხვდა უამრავი ხალხი, რომლებიც ზოგი ფრონტის ხაზზე წასვლას ითხოვდა, ზოგი საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას სთავაზობდა ხელისუფლებას ქვეყნისთვის ამ მძიმე პერიოდში.

 

იქ გავიცანი გოგა ხაჩიძე, დავით–დეფი და სხვა უამრავი ადამიანი, საქართველოს პატრიოტები. ყველა რაღაც ვაკეთებდით, რაც შეგვეძლო. მე პატარა ჯგუფი შევქმენი და "ლისტოვკებს" ვბეჭდავდით თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დირექციაში, პოზიტიური ახალი ამბებით (სახელად Эльбрус Инфо), რადგან ვნახეთ რომ თბილისელები მორალურად წახდნენ, ფრონტის ხაზიდან ინფორმაცია არ მოდიოდა და ამიტომ გაურკვევლობაში იყვნენ.

 

რუსული საინფორმაციო საშუალებები კი უწყვეტ რეჟიმში ქართველების დემორალიზაციაზე მუშაობდნენ. რუსული აგრესია ისე უეცრად დაატყდა ქვეყანას რომ ხელისუფლება საინფორმაციო ომისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა - ალბათ გახსოვთ იტერნეტ DOS-შეტევები სახელმწიფო სტრუქტურების საიტებზე, ტელევიზორში გაუთავებელი „მაია წყნეთელი“ და „გიორგი სააკაძე“.

 

ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც გენერალ ხრულიოვის დაჭრის ამბავი შევიტყვეთ და გავავრცელეთ. საღამოს კი დეფიმ გამოაცხადა ვარდების მოედანზე გამართულ მიტინგზე...

 

ამას ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ არც რუსთაველის თეატრში, არც ქუჩაში გამართულ სპონტანურ შეკრებებზე არც ერთი იმჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენელი მე არ მინახავს, რომ სახელმწიფოს მხარში დადგომოდეს გაჭირვებისას.

 

ერთმა ჩემმა ნაცნობმა ისიც კი მითხრა "ეგ ჩემი ომი არ არისო".

 

რაც მე მახსოვს, ერთადერი ოპოზიციონერი იყო დავით გამყრელიძე, ვინც გამოაცხადა, რომ ეხლა პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო არ არის, ყველანი უნდა გავერთიანდეთო.

 

ამიტომ მოვითხოვ, ყველა იმდროინდელი ოპოზიციონერის და დღეს უკვე სახელმწიფო მოხელის თუ პარლამენტარის "ისტორია" დაიდოს - სად იყვნენ და რას აკეთებდნენ ქვეყნის სასარგებლოდ აგვისტოს ომის პერიოდში.

 

ნამდვილად არ მეგონა, თუ ამაზე ლაპარაკი მომიწევდა“, – წერს გიორგი კავკასიძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !