
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია შექმნილ ვითარებას „ფეისბუქ“ გვერდზე ეხმაურება.
ომბუდსმენი წერს, რომ ფარისევლებმა ისევ გაიმეტეს დაუცველი ადამიანები ჯვარცმისთვის, ხოლო ხელისუფალმა ხელები დაიბანა.
„სამედიცინო ენაზე, იესო ქრისტეს სიკვდილის უშუალო მიზეზად ასფიქსია სახელდება. დღეს ჩვენ რეანიმაციებში ადამიანები იგუდებიან… არაფერი შეცვლილა, ფარისევლებმა ისევ გაიმეტეს დაუცველი ადამიანები ჯვარცმისთვის, ხოლო ხელისუფალმა ხელები დაიბანა“, – აღნიშნავს ნინო ლომჯარია.