ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 5252 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მთლიანობაში ინფიცირებულთა რაოდენობამ ქვეყანაში 188 068-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემი მიმდინარე კვირაში ყველაზე მაღალია, რასაც ჯანდაცვის უწყება მეტი ტესტის ჩატარებას უკავშირებს.