
"იტალია არ იქნება" - ასე გამოეხმაურა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველი, ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში, შესაძლოა, იტალიის მაგალითი განმეორდეს.
ეპისკოპოსის თქმით, ჭყონდიდის ეპარქიაში სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება როგორც ღამით, ასევე დილით.
თუ ეკლესიაში COVID 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, პასუხისმგებლობა ჟურნალისტებმა, ექიმებმა და ეკლესიამ უნდა აიღოს - აცხადებს ჭყონდიდის ეპარქიის მმართველი.