სამი სავარაუდო სცენარი უკრაინისათვის

Image

უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში უკრაინამ ორი მნიშვნელოვანი შოკი განიცადა. უკრაინული რევოლუცია ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ტრანზიცია იყო (არა მხოლოდ პოსტ-საბჭოთა სივრცეში). ხოლო რუსეთის სამხედრო ინტერვენცია ყირიმში, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი საფრთხე და გამოწვევაა ევროპული უსაფრთხოებისთვის.

 

ეს მოვლენები კვლავაც ვითარდება ინტრიგნული პროპაგანდის თანხლებით, რომელიც სათავეს იღებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ. 

 

მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია არსებული კრიზისული სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარება და მიმდინარე მოვლენებისაგან საჭირო გაკვეთილების სწავლა, რათა მომავალში მსგავსი რამ აღარ მოხდეს.

 

ამ მიზნის მისაღწევად ყველაზე ადვილი გზაა უკრაინის სამომავლო პერსპექტივების ორგანიზება შესაძლო სცენარებად. უკრაინისთვის ამჟამად, მინიმუმ, სამი ამგვარი სცენარი არსებობს: ს

 

ტატუს კვოს პოზიციაზე დაბრუნება, ყირიმის „დნესტრისპირეთიზირება“ და მომავალი მეტი სამხედრო დაპირისპირებებით.

 

სტატუს კვო?

 

სტატუს კვოს სიტუაცია გულისხმობს ყირიმის დაბრუნებას უკრაინის ლეგალური იურისდიქციის ქვეშ. ამ სცენარის ფარგლებში, ყირიმის ლოკალური ხელისუფალნი ნებაყოფლობით დაემორჩილებიან კიევს და ლოკალური პოლიცია თუ საზღვრის დამცველები კვლავ გააგრძელებენ უკრაინის კანონმდებლობის ფარგლებში მუშაობას.

 

ამგვარი სცენარი ამჟამად საკმაოდ ნაკლებსავარაუდოა. იმ მომენტიდან, როცა რუსეთმა განახორციელა სამხედრო მოქმედება და უკრაინის სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირება დაარღვია, არაფერი იყო ისეთი, რასაც ამ ფაქტის გამოსწორება შეეძლო.

 

მაშინ, როცა მოლდოვასა და საქართველოში არსებულ სეპარატისტულ ძალებს სამი წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ დე ფაქტო გამოყოფისათვის მიეღწიათ, ყირიმში იგივე პროცესს, ფაქტობრივად, მხოლოდ სამი დღე ეყო.

 

თუ 90-იანი წლების კონფლიქტებში პროცესი მართული იყო სიღრმეებიდან, რუსეთის მიერ, რომელიც საკუთარი შიდაპოლიტიკური პრობლემებით იყო დაკავებული და მხოლოდ შეზღუდული როლის თამაშით შემოიფარგლებოდა, უკრაინის შემთხვევაში ეს საპირისპიროდ მოხდა.

 

ჯერ რუსეთმა შეაგზავნა ჯარი ყირიმში და შემდეგ ლოკალური ხელისუფლება მობილიზდა უკრაინული ინსტიტუტების წინააღმდეგ. ცვლილების მიზეზად მიზანმიმართული სამხედრო მოქმედება იქცა, რომელსაც საათები დასჭირდა და არა წლები.

 

უკრაინული დნესტრისპირეთი?

 

მეორე სცენარი ყირიმის „დნესტრისპირეთიზირებაა“. ისევე, როგორც ახლა ამას ყირიმი გეგმავს, დნესტრისპირეთში 2006 წელს ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგებითაც 98 პროცენტი მიემხრო რუსეთთან შეერთებას. მართალია, სრული ანექსია არ მომხდარა, მაგრამ რეგიონი, დიდწილად, რუსეთის კონტროლს ექვემდებარება.

 

ისევე, როგორც გამოყოფის პროცესი მოლდოვაში, ეს გულისხმობს კონტროლის დე ფაქტო დაკარგვას, გრძელ და უნაყოფო მოლაპარაკებებს სტატუსის შესახებ და რუსეთის დე ფაქტო კონტროლის დამყარებას რეგიონზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროებში.

 

შესაბამისად, სახელმწიფო სტრუქტურები ყირიმში უარს იტყვიან კიევის ლეგიტიმური ავტორიტეტის ცნობაზე. ყირიმში პირდაპირი წვდომის მოსაპოვებლად, დიდი ალბათობით,  რუსეთი შეეცდება ხიდის შექმნას ქერჩის სრუტის გამოყენებით.

 

ამასთან, გარკვეულ მომენტში შესაძლებელია, რომ რუსეთმა მიიღოს ევროპის უსაფრთხოებისა და კოოპერაციის ორგანიზაციისა და გაეროს მედიატორობა და უბიძგოს უკრაინა-ყირიმს მოლაპარაკებებისაკენ.

 

მოლაპარაკებების პარალელურად რუსეთი შეინარჩუნებს საკუთარ სამხედრო ძალებს რეგიონში, უკრაინის სახელმწიფო მთლიანობაზე ზრუნვის მიზეზით. დნესტრისპირეთის შემთხვევაში ამგვარი მოლაპარაკებები 22 წლის განმავლობაში გრძელდება და კონფლიქტში ჩაბმულ მხარეთა პოზიციების თანხვედრა მაინც ვერ ხერხდება.

 

ეს სცენარი რუსეთისთვის საკმაოდ ხელსაყრელია. ის დიდ სახსრებს არ მოითხოვს რუსული ხაზინიდან, ხოლო მოსკოვს შეუძლია და სურს კიდეც ყირიმის სუბსიდირება. დიპლომატიური ზეწოლისგან თავის დასაღწევად ყოველთვის შეიძლება ყველაფრის გადაბრალება ყირიმის არაპროგრესულობისათვის.

 

იმ შემთხვევებში, თუ უკრაინა დააპირებს ნატოში ან ევროკავშირში გაწევრიანებას, რუსეთს შესაძლებლობა ექნება, სცნოს ყირიმის დამოუკიდებლობა ან მოახდინოს მისი ანექსირება. ამგვარად რუსეთი გარკვეული გავლენის ქვეშ მოაქცევს ნებისმიერ უკრაინულ მთავრობას.

 

ეს მეთოდი ნაცადი და გამოყენებულია რუსეთის მიერ დნესტრისპირეთში და მან გაამართლა. დანახარჯი ცოტაა და შედეგი - დიდი გეოპოლიტიკური სარგებლის მიღება.

 

ინტერვენციის სამომავლო პერსპექტივები?

 

თუ მოსკოვის ქმედებები ყირიმში სათანადოდ არ დაიგმო, არაფერია ისეთი, რასაც შეეძლება მსგავსი მოვლენების პრევენცირება მომავალში. თუ მსგავსი ინტერვენციების განხორციელებამ სერიოზული შედეგების გარეშე ჩაიარა, მომავალში რუსეთის მიერ სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ინტერვენციას ბევრი ვერაფერი შეუშლის ხელს.

 

რა თქმა უნდა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ერთგვარი გაფრთხილება იყო, რომ რუსეთი სრულ სამხედრო ინტერვენციას საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საშუალებად განიხილავს.

 

მაგრამ, ვინაიდან ამ კონფლიქტის წამოწყებაში ორივე მხარეს მიეწერა გარკვეული როლი, კონფლიქტის მილიტარიზებისათვის პასუხისმგებლობასაც გარკვეულწილად ორივე მხარე ინაწილებდა.

 

მაგრამ ყირიმის შემთხვევა განსხვავებულია - უკრაინელებს ბრალი არაფერში მიუძღვით: არც ერთი რუსი არ მომკვდარა რეგიონში, ერთადერთი რუსი მოქალაქე, რომელიც პოლიტიკური კონტექსტით გარდაიცვალა, მაიდანზე სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა.

 

თუ ზეწოლამ რუსეთზე უფრო მკაცრი სახე არ მიიღო (რადგან რამდენიმეთვიანი დიპლომატიური იზოლაცია საკმარისი არაა), პუტინმა შეიძლება, ადვილად განიმტკიცოს პოზიციები.

 

პუტინს მიაჩნია, რომ აუცილებელია საბჭოთა კავშირის დეზინტეგრაციის აღდგენა, სადაც ეს შესაძლებელია, ხოლო ყირიმი მნიშვნელოვანი სიმბოლო იქნება ამ ისტორიული მიზნის მისაღწევად.

 

და ბოლოს, ყირიმზე დე ფაქტო კონტროლის ქონა სასარგებლოა იმითაც, რომ რუსეთი შეძლებს შეინარჩუნოს საკუთარი გავლენა უკრაინის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე, მიუხედავად იმისა, რომელი მთავრობა მოვა სათავეში.

 

რამდენიმე ჩაშლილი სამიტი და ეკონომიკური სირთულე მოსკოვზე სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს. რუსეთის სავაჭრო ბაზარმა გარკვეული ზარალი განიცადა ინტერვენციის შედეგად, მაგრამ რამდენიმე დღეში თითქმის მთლიანად აანაზღაურა დანაკარგები.

 

პუტინი დარწმუნებულია, რომ მისი ქვეყნის დიპლომატიური პოზიცია ასეთივე სისწრაფით „გამოკეთდება“. როცა ეს მოხდება, პრეზიდენტმა შეიძლება საკუთარ თავს ჰკითხოს: „რატომ არ უნდა გამოვიყენო ეს ტაქტიკა კიდევ ერთხელ?“

 

თუ ყველაფერი რუსეთის გეგმისაებრ განხორციელდა, რა შეუშლის მას ხელს, მომავალში იგივე ქმედებით უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს ან თუნდაც ოდესას (უკრაინის უდიდეს პორტს, რომელიც რუსი ჯარისკაცებისგან ნახევარი საათის სავალი გზითაა დაშორებული) დაეპატრონოს?

 

შესაძლებელია, გამოყოფასთან დაკავშირებულმა კრიზისმა თავი იჩინოს პოსტ-ნაზარბაევის ყაზახეთში, რასაც რუსეთი იმისთვის გამოიყენებს, რომ ყაზახეთში შევიდეს და თავისი თანამემამულეები „დაიცვას“.

 

ან, თუ ეკონომიკური სიტუაცია აზერბაიჯანში განაპირობებს დაპირისპირებას მმართველებსა და მოსახლეობას შორის, შევა თუ არა რუსეთი ჩრდილოეთ აზერბაიჯანში იმისთვის, რომ „სტაბილურობა დაამყაროს“ ამ ქვეყანაში?

 

ზემოთ განხილული ნებისმიერი სცენარი სავარაუდოა, იმის გათვალისწინებით, რაც ყირიმში მოხდა. მათ თავიდან ასაცილებლად საჭიროა ისეთი ზომების მოფიქრება, რომელიც დიპლომატიური სიგნალების საზღვრებს გასცდება.

 

როგორც ეს 6 მარტს გამართულ ევროკავშირის სამიტზე ითქვა, რუსეთ-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობები ამჟამად დამოკიდებულია რუსეთის ქმედებებზე უკრაინაში.

 

ბექა ბერულავა, თსუ–ს პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი

 

გამოყენებული წყარო: iss.europa.eu

ნიკუ პოპესკუ (ანალიტიკოსი უსაფრთხოების შესწავლის ევროკავშირის ინსტიტუტში)

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !