-
2020-04-16 12:34
შარლ დე გოლის ავიამზიდსა და მის ესკორტულ სამხედრო ხომალდებზე მოსამსახურე 668 მეზღვაურს კორონავირუსი დაუდასტურდა. - ამის შესახებ ინფორმაციას FRANCE24- ი საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაცვის უწყების განცხადებით, 31 მეზღვაური ქალაქ ტულონის საავადმყოფოში გადის მკურნალობას, 1 მათგანი კი ინტენსიური მკურნალობის პალატაში იმყოფება და მისი მდგოამრეობა მძიმეა. გასულ კვირას ფლოტის სარდლობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საავიამზიდო დაჯგუფება ქვეყანაში ატლანტიკის ოკეანიდან დაებრუნებინათ მას შემდეგ, რაც ხომალდებზე კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევები აღინიშნა.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სულ 1767 სამხედროს ჩაუტარეს გამოკვლევა კორონავირუსზე. შეგახსენებთ, რომ შარლ დე გოლის საავიამზიდო დაჯგუფება ატლანტის ოკეანეში ნატოს წვრთნების ფარგლებში იმყოფებოდა.