-
2020-04-16 10:45
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა და ის 22-ს შეადგენს. მისივე თქმით, ახალ პაციენტს ინფექცია ოჯახის წევრისგან გადაედო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"სულ კლინიკის ბოქსირებულ ნაწილში 51 პაციენტი მკურნალობს. 18 წლამდე ასაკის არის 7 პაციენტი. 13 პაციენტი ჩაერთვება კვლევაში დღეს. ჯამში 9 პაციენტი არის საყურადღებო. რაც შეეხება სასულიერო პირს, მისი მდგომარეობა უცვლელია - სტაბილურად საყურადღებო," - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.