
დიდი ოცეულის წევრები G20, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის სახელმწიფო ვალების გადახდის დროებით შეჩერებაზე შეთანხმდნენ.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გადახდის დროებით შეჩერებას. ამ ინიციატივაში მონაწილეობას მიიღებს ორმხრივი შეთანხმების ყველა ოფიციალური კრედიტორი“, - ნათქვამია დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრების განცხადებაში, რომელიც ონლაინ კონფერენციის შემდეგ გახდა ცნობილი.
ჯგუფი კერძო კრედიტორებსაც მოუწოდებს, რომ ამ ინიციატივას შეუერთდნენ. გადაწყვეტილება მსოფლიოს ყველაზე ღარიბ 76 ქვეყანას შეეხება. საშეღავათო პერიოდი 1-ლი მაისიდან ამოქმედდება და წლის ბოლომდე გაგრძელდება.