
კორონავირუსთან ბრძოლაში თურქეთის რესპუბლიკის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„ამ ბრძოლაში ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! გვჯერა ერთად დავამარცხებთ პანდემიას!“ - ამ მესიჯს საქართველო თურქ ხალხს უგზავნის.
ცნობისთვის, საქართველომ მსგავსი სოლიდარობა სხვა ქვეყნებსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა ესპანეთის, იტალიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის დროშების ფერებში გაანათა.