
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გუშინ შესრულდა ამსტერდამი-თბილისის რეისი, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდა 184 მოქალაქე.
უწყების ინფორმაციით, ხვალ შესრულდება პარიზი-თბილისის რეისი.
„საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებული და ეტაპობრივი დაბრუნების პროცესის ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისებით, დღევანდელი დღის, ანუ 15 აპრილის მონაცემებით სახმელეთო და საზღვაო გზებით საქართველოში 6 057 ადამიანი დაბრუნდა. ხოლო საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 6 054 მოქალაქეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ყოველდღე ახლდება მონაცემები COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.