
ქობულეთში ხანძარია. ცეცხლი მდინარე ჩოლოქის მიმდებარე ეკალ-ბარდებს უკიდია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე შვიდი სახანძრო ავტომანქანა და 40 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ცეცხლის ტყეზე ან დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება არ არის.
ხანძრის ლოკალიზებას ძლიერი ქარი აფერხებს.