-
2020-04-15 16:50
თბილისის შემოსასვლელში მოძრაობა შეფერხებულია. იმ ადგილას, სადაც სპეციალური საგუშაგოა მოწყობილი, შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლები არიან მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, თბილისის შემოსასვლელში მოძრაობა უბრალოდ შენელებულია, ვინაიდან დედაქალაქისკენ მომავალი ადამიანებისა და მანქანების შემოწმება ხდება.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში დღეს, 21:00 საათიდან 10 დღით ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა და გასვლა იკრძალება.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43