თუ ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიქცა, რისი ნიშნებიც უკვე არის, ყველანი აღმოვჩნდებით უმძიმეს მდგომარეობაში

Image

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თუ ხელისუფლება სასწრაფოდ არ წარმოადგენს სამოქმედო გეგმას, ქვეყანას უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი ელოდება. როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობამ უნდა შეძლოს ორ ფრონტზე ბრძოლა. პირველი არის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა, ხოლო მეორე- იმ ეკონომიკურ გამოწვევებთან ბრძოლა, რომელსაც ქვეყნისთვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლია.

 

„გუშინ გიორგი გახარიამ თქვა, რომ ისინი ორ ფრონტზე იბრძოლებენ, მაგრამ ნამდვილად არ ჩანს გეგმა, როგორ იბრძოლებენ ისინი ეკონომიკურ ფრონტზე. ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ორი ფრონტიდან ნებისმიერ ერთ-ერთზე, კორონავირუსის ფრონტზე თუ ეკონომიკურ ფრონტზე დამარცხება, იქნება საერთო დამარცხება ქვეყნის. უნდა გვესმოდეს, რომ თუ ხელისუფლება სასწრაფოდ არ წარმოადგენს სამოქმედო გეგმას, ქვეყანას უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი ელოდება. ჩვენ უკვე ყოველთვიურად ვკარგავთ 2 მილიარდ ლარს, რაც წარმოიდგინეთ ჩვენი ქვეყნისთვის რამდენად დიდი ციფრია. გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რისი საშიშროებაც ყველაზე მეტად იყო, რომ მთავრობას არ აქვს სამოქმედო გეგმა ჩამოყალიბებული. მთავრობამ ილაპარაკა, რომ ხომ არ ვიმარჩიელებთ ციფრებზეო? ახლა არ უნდა მარჩიელობდეთ ციფრებზე, ახლა სტატისტიკის დეპარტამენტს, მთავრობას, ექსპერტებს , ყველას ერთად უნდა ჰქონდეს დადებული კონკრეტული ციფრები, რამდენმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, როგორია დანაკარგი. ტყუილია ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობიდან სერიოზულ და ძლიერ დახმარებას მივიღებთ, თუ ხელისუფლებას არ ექნება კონკრეტული ციფრები რა ზარალს განიცდის ქვეყანა“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !