-
2020-04-15 14:44
წყალტუბოს ერთ-ერთ საკარანტინე სივრცეში უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული, - ამის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა მარინა ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შენობაში არ არის სათვალთვალო კამერები, რის გამოც იზოლირებულ ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტი აქვთ. მისი ინფორმაციით, სასტუმრო კარანტინისთვის თავიდანვე არ იყო სათანადოდ მოწყობილი, რის შესახებაც ტურიზმის ადმინისტრაციას აცნობეს, მაგრამ დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციების გათვალისწინება არ მოხდა.
„თავიდანვე ვამბობდი, რომ ამ სასტუმროში კარანტინი არ უნდა მოწყობილიყო, რადგან უსაფრთხოების ზომები არაა დაცული. დერეფანი არ კონტროლდება სათვალთვალო კამერით. ვაცნობეთ ტურიზმის დეპარტამენტს, მაგრამ არ გაითვალისწინეს. ეს ბიჭი, ვისაც აღმოაჩნდა ვირუსი, საფრთიდან შემოვიდა ჩვენთან, მას შეხება ქონდა ამ სასტუროში მყოფ სხვა პირებთან და ათ ადამიანს ანალიზი ავუღეთ,“ - განაცხადა მარინა ტყეშელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში მყოფ ერთ-ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული მამაკაცი ქუთაისის ინფექციურ საავდმყოფოშია მოთავსებული.