
თურქეთში კორონავირუსით სამი პატიმარი დაიღუპა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ თურქეთის იუსტიციის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის 5 ციხეში ვირუსი 17 პატიმარს დაუდასტურდა.
ცნობისთვის, თურქეთში მთლიანობაში კორონავირუსის 57 000 შემთხვევაა აღრიცხული. ქვეყანაში ვირუსს 1200 ადამიანი ემსხვერპლა.