
აჭარაში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელიც ქობულეთის კლასტერთან არის დაკავშირებული, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული ხუთი შემთხვევიდან, ორი არასრულწლოვანია, მათ შორის ერთი ხუთ წლამდე და მეორე 10 წლამდე ასაკის ბავშვები.
მისივე თქმით, ინფიცირებულთა შორის დედა-შვილია, რომლებიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გააგრძელებენ მკურნალობას.
"ხუთი ინფიცირებულიდან სამი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს წარმოადგენს, ესენი თვითიზოლაციაში მყოფი პირები იყვნენ. მათზე მონიტორინგი გვქონდა დაწესებული და რესპირატორიული ჩივილები დაუფიქსირდათ. ქობულეთის კლასტერში, საერთო ჯამში 25 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში 355 ადამიანი გამოიკვეთა. 355 - დან 180 პირს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა. მომდევნო დღეებში მოხდება დარჩენილი მოქალაქეების დატესტვა. ინფიცირებულ დედა-შვილს თბილისში ინფექციურ საავადმყოფოში გადავიყვანთ. პირველადი ინფორმაციით, ახალი ინფიცირებულები ტრანსპორტირების ეტაპზე არიან, მათ მსუბუქი რეაპირაციული ჩივილებით აქვთ",- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ