
ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად, იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 566 ადამიანი გარდაიცვალა და მთლიანობაში გარდაცვლილთა რიცხვი 20 465-მდე გაიზარდა. ახალი სტატისტიკური მონაცემები worldometers-ზეა გამოქვეყნებული.
ამავე ინფორმაციით, დაინფიცირების ახალი შემთხვევები 3 153-ით გაიზარდა და 159 516 შეადგინა.
იტალიაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 35 435 ადამიანს შეადგენს.