
საქართველოს საპატრიარქოში სასულიერო პირებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებიან ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. შეხვედრის თემა უცნობია, თუმცა შესაძლოა, ისინი COVID19-ის გამო დაწესებულ „კომენდანტის საათის“ პირობებში სააღდგომი ლიტურგიის შესრულების შესახებ მსჯელობდნენ