
კიევ-პეჩერის ლავრაში მეორე სასულიერო პირი გარდაიცვალა. ბერის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსით ინფიცირებული არქიმანდრიტი გარდაიცვალა.
მედიკოსების თქმით, 73 წლის სასულიერო პირს არაერთი ქრონიკული დაავადება ჰქონდა.
დღეის მდგომარეობით, კიევ-პეჩერის ლავრაში ინფიცირებულია 90 პირი, 63 ადამიანს კორონავირუსი გასული 24 საათის განმავლობაში დაუდასტურდა. ამის გამო ლავრაში კარანტინი გამოცხადდა.