-
2020-04-13 17:06
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ერაყში, ერბილის პროვინციაში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს სპეცრეისით ჩამოასვენებენ.
ზალკალიანის განმარტებით, სპეცრეისით გარდაცვლილთან ერთად მისი ოჯახის წევრები, ახლობლები და ის ადამიანები დაბრუნდებიან, რომლებიც ერბილიდან სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
„აჭარის მთავრობასთან ერთად მჭიდრო კოორდინაციაში ვმუშაობთ, ერბილში, ერაყში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების მიმართულებით. მინდა საზოგადოებას ვაუწყო, რომ განხორციელდება სპეცრეისი და გამომდინარე იქიდან, რომ სახმელეთო გზით ძალიან გართულებულია გადაადგილება და ქვეყნებს დაკეტილი აქვთ სახმელეთო საზღვრები, აჭარის მთავრობასთან ერთად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქე გადმოვასვენოთ სწორედ სპეცრეისით და მასთან ერთად დაბრუნდებიან მისი ნათესვები და ახლობლები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ამ მომენტისთვის ვერ ახერხებენ ერბილიდან სამშობლოში დაბრუნებას“, - განაცხადა ზალკალიანმა.