-
2020-04-09 21:42
რა არის ვირუსი?

მეცნიერები დღემდე დაობენ ვირუსი ცოცხალთა სამყაროს მიაკუთვნონ თუ არაცოცხალთა, რადგან ის უმცირესი კრისტალური ბუნებისაა გარემოში. ის მხოლოდ მაშინ ხდება სიცოცხლისუნარიანი , როდესაც ცოცხალ ორგანიზმში შეიჭრება. თუმცა ბოლო ათწლეულია მას მოიხსენიებენ, როგორც ცოცხალი ორგანიზმის ობლიგატურ პარაზიტს. (პარაზიტი, რომელსაც ცხოველმოქმედებისთვის ცოცხალი ორგანიზმი სჭირდება)
ვირუსი შედგება ცილისა და ნუკლეინის მჟავისგან(რნმ-დნმ )აღსანიშნავია, რომ ასეთი მარტივი აგებულება დედამიწაზე არცერთ ცოცხალ ორგანიზმს არ გააჩნია და არც სჭირდება, რადგან ვირუსის უნიკალურობა სწორედ ისაა , რომ ის „დატყვევებულ“ უჯრედს საკუთარი ცილისა და გენეტიკური ინფორმაციის საწარმოო ქარხანად აქცევს.
ვირუსების კლასიფიკაცია

ვირუსებს განასხვავებენ დნმ-ის ან რნმ-ისს ფორმითა და ჯაჭვების რაოდენობით. არსებენ ვირუსები, რომლებსაც აქვთ ერთჯაჭვიანი დნმ-ი(დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) ან ორჯაჭვიანი.ერთჯაჭ ვიანი ან ორჯაჭვიანი რნმ-ი(რიბონუკლეინის მჟავა) , ასევე რნმ-ი შეიძლება იყოს უარყოფითი ან დადებითი, უარყოფითის დროს ორგანიზმში შეჭრისას ის ჯერ დადებითად უნდა გადაიქცეს, რათა გამოიყენოს „დატყვევებული“ უჯრედი საკუთარი ცილისა და გენეტიკური მასალის შექმნისათვის. დადებით რნმ-იანს ამა ში დრო არ ეკარგება.
ვირუსის შვიდი კლასი არსებობს.თუმცა თითოეულ კლასს თავისი ქვეკლასი ჰყავს და ქვეკლასებს თავიანთი ტიპები და სუბტიპები, რომლებიც მხოლოდ ვირუსის ზედაპირზე არსებული ანტიგენებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
ვირუსების სწრაფი და უჩვეულო ცვალებადობები
ეს თემა რომ უკეთ გავიგოთ, მაგალითისთვის განვიხილოთ ყველასათვს ცნობილი A ტიპის ვირუსის ცვალებადობები. A ტიპის ვირუსის კლასიფიკაცია ითვალისწინებს ვირუსის გამოყოფის ადგილს, რეგისტრაციის ნომერს, გამოყოფის წელსა და ორივე ზედაპირულ ანტიგენს ჰემაგლუტიმინისა (HA) და ნეურამინიდაზას (NA). ვირუსებს ახასიათებთ უჩვეულო ცვალებადობები, რაც განაპირობებს მათ ადაპტაციას გარემოსთან. მაგალითად, სინგაპურში 1957 წელს გამოყოფილი გრიპის ვირუსის ფორმულა იწერება: A/სინაგაპური/1/57/H2N2, ხოლო ჰონგკონგში 1968 წელს გამოყოფილის: A/ჰონგკონგი/1/68/ H3N2, ამ შემთხვევაში ვხედავთ რომ გრიპის ვირუსის ზედაპირული H2 ანტიგენი შეიცვალა H3-ით, რამაც გამოიწვია ვირუსის ახალი შტამის წარმოქმნა.

ვირუსს ახასიათებს ანტიგენური სტრუქტურის ცვალებადობის ფართო დიაპაზონი. ვირუსის სხვადახვა შტამის არსებობას დღეს ორი ჰიპოთეზით ხსნიან: ანტიგენური დრეიფი და ანტიგენური შიფტი.
გენსაწინააღმდეგო დრეიფი მიმდინარეობს მუდმივად და განპირობებულია წერტილოვანი მუტაციით ვირუსის გენომის ტექნიკურ საიტში, რაც იწვევს ვირუსის ზედაპირული ანტიგენების (სპეციფიკური სტრუქტურის ცვლილებასა და ნაწილობრივ განახლებას. გენსაწინააღმდეგო შიფტი განპირობებულია გენების გადახარისხებით (გადაჯგუფებით) ან გენთა სრული შეცვლით, ეს პროცესი დრეიფთან შედარებით უფრო იშვიათად გვხვდება და გენთა რეკომბინაციის შედეგს წარმოადგენს, რომელიც მიმდინარეობს ერთი ორგანიზმის უჯრედში ორი სხვადასხვა ქვეტიპის ვირუსის მოხვედრისას. მაგალითად თუ ადამიანის უჯრედი დავაადდა ერთდროულად ადამიანისა და ღორის ვირუსებით, მათი ენდოციტოზისა და გაშიშვლების შემდეგ გენთა უჯრედის ციტოპლაზმაში მოხვედრისას, ადგილი ექნება ამ ორი სხვადასხვა ვირუსის გენთა შერევას, რაც წარმოქმნის სრულიად ახალ ვირუსს, რომელიც ამ სახით გამრავლდება ერთი ადამიანიდან მეორეზე.

ასევე ნებისმიერ ვირუსს, რათა დაასნებოვნოს ცოცხალი უჯრედი , სჭირდება მასპინძელ უჯრედზე არსებული ცილარეცეპტორი, რომელსაც ის დაუკავშირდება და მისი მეშვეობით უჯრედში შეაღწევს.
როგორც ვხედავთ ვირუსებს შესწევთ უნარი სწრაფი მუტაციისა და რეკომბინაციისა (გენების არევა ) რაც საშუალებას აძლევს მას ადვილად იცვალოს ბუნება და წარმო ქმნას ახალი შტამები, რომელსაც ანტივირუსული პრეპარატები ვეღარ უმკლავდებიან. ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ვირუსების ასეთი ცვალებადობა ზუსტად იმითაა განპირობებული, რომ მათ სურთ მოერგონ გარემოს. ასევე ცილარეცეპტორის არსებობა ამცირებს პროცენტს იმისას , რომ ვირუსი შეიქმნას ლაბორატორიულად, ადამიანის ხელით.
კორონავირუსები ვირუსების ერთ-ერთი ცნობილ კლასია, დადებითი ერენემით, რომელიც მას უჩვეულო სისწრაფეს სძენს. 2019 წლის კორონავირუსი კი ამ კლასის ახალი შტამია, რითაც ბუნებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა მისი სიძლიერე. შეიძლება გვეშინია, თუმცა მაინც აღსანიშნია ის ფაქტი, რომ მილიარდჯერ ჩვენზე პატარაა და გვჯობნის. ტყუილად არ ამბობდა ჯოშუა ლედენბერგი: „ერთადერთი რამ , რაც დედამიწაზე ადამიანთა ბატონობას ხელს უშლის, ვირუსია“

მარიამ ნებიერიძე
წყარო www.livescience.com
https://www.sciencealert.com/pandemic