-
2020-04-07 22:16
კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირების რისკი არსებობს, მაგრამ ის მაღალი არაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირებასთან დაკავშირებით მკაცრი რეკომენდაციები ჯერჯერობით არ არსებობს. ე.წ. რეინფექცია, ანუ ხელმეორედ დაინფიცირების რისკი ჯერჯერობით დაბალია, ვინაიდან დაავადებას მხოლოდ 3 თვის ისტორია აქვს. გრიპის დროს, რომელიც ძალიან ჰგავს კორონავირუსს თავისი კლინიკით, რეინფექციის რისკი დაბალია, იმიტომ რომ დაავადება ტოვებს იმუნიტეტს. რა თქმა უნდა, რისკი არსებობს, მაგრამ ის არაა მაღალი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსი 196 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43